თეორემა

ფოსტალიონი 41-ჯერ რეკავს ზარს

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას, მხოლოდ ელექტრონულ კომუნიკაციასთან წვდომა არ აკმაყოფილებს და უკეთ რომ გვაკონტროლოს პირადი გზავნილების გამტარადაც სახელმწიფო ორგანიზაციას - საქართველოს ფოსტას - გვახვევს თავს. მოქალაქეს აღარ მიეცემა შესაძლებლობა, თავისი სურვილით აირჩიოს გადამზიდავი. თუ წერილის ან 20 კილომდე წონის ამანათის გაგზავნა სურს, ის ვალდებული იქნება სახელმწიფო საფოსტო კომპანიით ისარგებლოს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მონოპოლისტად აქცევს საერთაშორისო გადამზიდავებმა გაფიცვით გააპროტესტეს. რა პრობლემებს უქმნის მთავრობის ინიციატივა კერძო საფოსტო კომპანიებს და რიგით მოქალაქეებს, უნდა ვეძებოთ თუ არა ამ ინიციატივის უკან კორუფციული ინტერესი - რომლის შესახებაც ნაციონალური მოძრაობა უკვე საუბრობს.

სტუმრები: TNT-ის გენერალური დირექტორი ნინო მენთეშაშვილი, ენმ-ს წევრი ირმა ნადირაშვილი და DHL-ის დირექტორის მოადგილე ზურაბ საპანაძე.

კომენტარები