ოკუპირებული ტერიტორიები

ნორლანდი: აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ნორლანდი რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გასაფორმებელ ე.წ. ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებებს გამოეხმაურა.

"რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის მოსაზრებებს, რომელთა მიზანიც ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრები ხალხის დარწმუნებაა, რომ მათი მომავალი გაერთიანებულ საქართველოშია, რომელიც თავისთავად დასავლური სამყაროს ნაწილია", - აცხადებს ნორლანდი.

კომენტარები