თეორემა

ქართული ოცნების "პიარი" ბიუჯეტის გავლით

ფაქტია, რომ ხელისუფლება ფიქრობს, თითქოს, რასაც ქართულად იტყვიან, იმას საერთაშორისო საზოგადოება ვერ შეიტყობს და რასაც ინგლისურად დაწერენ, იმას ჩვენ ვერ გავიგებთ და წინააღმდეგობებს ვერ დავინახავთ. ამის მერე კი უკვირთ, რომ მათი არგუმენტები დამაჯერებელი არ არის და საერთაშორისო წნეხი კი იზრდება.

გაზრდილ საერთაშორისო კრიტიკას ხელისუფლება ცუდი პიარით ხსნის, ხოლო ხალხის იმედგაცრუებას ჟურნალისტებს აბრალებს, ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება საერთაშორისო თუ ადგილობრივ პრესაში შეკვეთილი სარეკლამო სტატიების გასათავსებლად.

რამდენად ეფექტური ან გამართლებულია ეს მიდგომა, ამ თემაზე მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, თამარ კინწურაშვილს ვესაუბრებით.

კომენტარები