უკრაინაში უმაღლესი რადას ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში უმაღლესი რადას ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს.

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში 29 პარტია მონაწილებს. გამარჯვების საუკეთესო შანსი პეტრო პოროშენკოს ბლოკს აქვს. სოციოლოგების აზრით რადაში მოხვედრა იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინას“, ოლეგ ლეშკოს „რადიკალურ პარტიასა“ და არსენი იაცენიუკის „სახალხო ფორნტს“ შეუძლიათ.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება დონეცკის ოლქის ცხრა და ლუგანსკის ექვს ოლქში. "დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნები არ გაიმართება.

ამის გამო ქვეყნის უმაღლეს რადაში ნაცვლად 225 მაჟორიტარისა, სავარაუდოდ, 198 დეპუტატი მოხვდება, შესაბამისად დღეს, საერთო ჯამში, 450-ის (225 პარტიული სიით) ნაცვლად, რადას 423 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დეპუტატებისთვის იმუნიტეტის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ის არჩევნების დასრულების შემდეგ, ამ საკითხის უმაღლეს რადაში დაყენებას აპირებს.

კომენტარები