თეორემა

მუსლიმები და შეუწყნარებლობის სისტემური პოლიტიკა

თუკი ნაციონალური მოძრაობის მთავრობას მსოფლიო ლიბერალური ეკონომიკური რეფორმებითა და პუტინთან დაპირისპირებული ექსცენტრული პრეზიდენტით იცნობდა, ივანიშვილის საქართველო ქსენოფობითა და ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დევნის გამო ხვდება საერთაშორისო ყურადღების ცენტრში.

ოპოზიციის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საერთაშორისო საზოგადოებაში დღეს მხოლოდ ზარმაცი თუ დუმს. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს გამართული ჰომოფობიის აღლუმითა და ტაბურეტშემართული სასულიერო პირებით ყველას დავამახსოვრეთ თავი. მართალია, ბოლო დროს, როგორც მინისტრმა წულუკიანმა გვახარა, ქალთა კვლა დაწინაურდა, მაგრამ არანაკლები პოპულარობით სარგებლობს რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია.

ქართველი ინკვიზიტორების დევნის განსაკუთრებულად აკვიატებული სამიზნე მუსლიმები არიან - ამ თემის შევიწროვებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. დევნის კამპანიას სათავეში აქაც პრემიერი უდგას - მეჩეთის დასაცავად გამოსული 14 მუსლიმის დაკავება, ღარიბაშვილმა ჩვეულებისამებრ კანონის წინაშე თანასწორობად მონათლა.

რატომ ვამბობთ უარს შემწყნარებლობაზე და როგორ მოგვიბრუნდება უკან შეუწყნარებლობის პოლიტიკა - ამაზე თეორემას სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ.

სტუმრები: თამთა მიქელაძე, სოფო შამანიდი, გია ნოდია, მალხაზ სონღულაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, შოთა უტიაშვილი.

კომენტარები