ლინას ლინკევიჩუსი თბილისში ვიზიტით იმყოფება, მან შეხვედრები გამართა როგორც ოპოზიციასთან ისე საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებთან, მათ შორის პრემიერთან - ღარიბაშვილმა სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრი გულთბილად მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა არ გაუშვა შანსი ხელიდან და ლიტვის გაუთვითცნობიერებელი საგარეო მინისტრი 2008 წლის ომის ნამდვილი ინიციატორის შესახებ გაანათლა. ხომ შეიძლება რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ლინკევიჩუს, ჰგონებოდა რომ 2008 წლის ომიც პუტინმა დაიწყო.
მეტი რაღა ქნას საქართველოს მთავრობამ? იმ ნაციონალური მოძრაობის ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელმაც ლიტვის საგარეო მინისტრიც იმსხვერპლა, ღარიბაშვილი და მისი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რომ სახელმწიფოს პრესტიჟი აამაღლოს, ეს კი შეუძლებელია, თუ ჩვენი ეროვნული საგანძური, ბატონი ბიძინა არ დავიცავით და საერთაშორისო პრესაში 180 000 ლარად ღირებული გვერდები არ შევიძინეთ ოლიგარქის ქებათა-ქების გამოსაქვეყნებლად. სწორედ ქვეყნის თავმოყვარეობა იყო მთავარი საზრუნავი, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი გაეროში დაახლოებით 40 კაციანი დელეგაციით გაემგზავრა და აქედან მხოლოდ 16 ადამიანის მოგზაურობა 560 000 ლარი დაჯდა.
რომ არა ქვეყნის იმიჯი, არც პრემიერი და არც ნუნუ თამაზაშვილი 20 000 ლარიან ბილეთებს არ შეიძენდნენ ატლანტიკის ოკეანის გადასალახად. მაშინაც ქვეყნის პრესტიჟზე ღელავდნენ, როდესაც ბედნიერი წყვილის მანდარინ ორიენტალში ცხოვრება გადასახადის გადამხდელს 176 000 ლარი დაუჯდა.
სამწუხაროდ, ლინკევიჩუსი სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრებს არ შეხვედრია რათა გადასახადის გადამხდელის ფულით iPhone 6-ის ყიდვის აუცილებლობაზე მიეღო ინფორმაცია.
პრესტიჟის დაცვის ინოვაციურ მეთოდებზე ბათუ ქუთელიას ვესაუბრებით.




