ევროკომისიის ახალი შემადგენლობა, ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერის ჟან კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით, მუშაობას 1 ნოემბრიდან შეუდგება. კომისიის შემადგენლობა ხუთი წლის ვადით გუშინდელ სხდომაზე ევროპარლამენტმა 423 ხმით 209-ს წინააღმდეგ დაამტკიცა.
დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა, რომელმაც ამ პოსტზე ჟოზე მანუელ ბაროზო შეცვალა, მთავარ გამოწვევად ეკონომიკური კრიზისი და სამუშაო ადგილები დაასახელა. საგარეო საფრთხეებს შორის კი ებოლას ვირუსი და ისლამური სახელმწიფო ახსენა.





