- მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბაჩო ახალაიას პატიმრების წამებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უდანაშაულოდ ცნეს. ახალაიას ოჯახის წევრები განაჩენს აპროტესტებენ და მოსამართლეს მიკერძოებაში სდებენ ბრალს
- თუ გაირკვა, რომ ალექსანდრე სანაძე ნასამართლევია, ის მერიის სისტემაში ვერ იმუშავებს - ეს პირობა დღეს დედაქალაქის მერმა დადო. ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე სანაძე მთაწმინდის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. ეს ინფორმაცია გამგეობის თანამშრომელმაც დაგვიდასტურა.
- ადიგენის რაიონში ქართველი მუსლიმები მეჩეთს იცავენ - ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუსლიმური თემის საკულტო ნაგებობას ანგრევს რათა იმავე ადგილას სხვა დანიშნულების შენობა ააგოს
- საქართველოს პრემიერმინისტრი ოჯახური ძალადობის პრობლემის უკანაც ნაციონალურ მოძრაობას ხედავს - ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ახლა ჩამოყალიბებული ფსიქოზი წლების განმავლობაში დაგროვდა და თავისუფლების ფონზე გამოვლინდა.
- მოახდენს თუ არა აბაშიძე-კარასინის შეხვედრები გავლენას ჟენევის ფორმატზე - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ რთულ საკითხს შესწავლა და დაკვირვება ჭირდება. ამ და პრაღის ფორმატთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ზურაბ აბაშიძემ და დეპუტატებმა დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
- სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბიუჯეტო სახსრებით ახალი აიფონ 6 იყიდა - 1739 ლარიანი მობილური სამინისტრომ მას შემდეგ იყიდა რაც ოთარ დანელიას აიფონ 5 გაუფუჭდა. სამინისტროში ფაქტს არ უარყოფენ და ამბობნე, რომ მსგავსი შესყიდვები კანონიერია.




