ფოკუსი

21 ოქტომბერი, 2014

- პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყოფს, რომ International New York Times-ში მისი წერილის სარეკლამო გვერდზე გამოქვეყნებისთვის თანხა საქართველოს ბიუჯეტმა ან პარლამენტმა გაიღო - ამრიგად, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, ვინ გადაიხადა ფული გამოცემაში ბიძინა ივანიშვილის საქებარი წერილის განთავსებაში. ხოლო ის, რომ თანხა გადახდილია დადასტურებულად ვიცით თავად გამოცემის მესვეურებისგან. International New York Times-ში მსგავსი სარეკლამო ტექსტის განთავსება დაახლოებით 170 ათასი ლარი ღირს
- მუშაობს თუ არა მთაწმინდის გამგებლის მოადგილედ წარსულში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლები ადამიანი ? - ტაბულას ინფორმაციით, ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად საშკა ოფიციალურად ამ თანამდებობაზე არაა დანიშნული თუმცა მთაწმინდის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ნამდვილად ასრულებს. ამ ინფორმაციას თავად მთაწმინდის გამგებელი უარყოფს და ამბობს, რომ ალექსანდრე სანაძე ჩვეულებრივი სპეციალისტია თუმცა თბილისის მერიამ მაინც უარი გვითხრა მოადგილეების ვინაობების გამხელაზე.
- რა თანხა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს პრემიერისა და ქვეყნის დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე - ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 16 ადამიანის მივლინების ხარჯმა ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა. აქიდან ოც-ოცი ათასი ლარი მხოლოდ პრემიერისა და მისი მეუღლის თვითმფრინავის ბილეთი დაჯდა. დელეგაცია სულ 34 ადამიანისგან შედგებოდა, თუმცა ოპოზიციურ პარტიას ხარჯების მხოლოდ ნაწილზე აქვს ინფორმაცია.

კომენტარები