ელექტრონიკა

ახალ iMac-ს პირველი 5K რეზოლუციის მქონე ეკრანი აქვს

techcrunch.com

16 ოქტომბერს Apple-ის პრეზენტაციაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა iMac-ის ახალი ვერსია iMac Retina 5K წარადგინა. Apple აქცენტს ამ მოდელის გრაფიკული ბარათის შესაძლებლობებზე აკეთებს, რომელიც 4K ვიდეოს დამონტაჟების საშუალებას იძლევა. iMac-ის რეზოლუცია 5120 x 2880-ს შეადგენს. 5K Retina ეკრანს 14 მილიონ 740 ათასი პიქსელი აქვს, რაც ბაზარზე არსებულ სხვა კომპიუტერების გაფართოებას რამდენჯერმე  აღემატება. აქამდე ბაზარზე არსებული ყველაზე მაღალი გაფართოება 4K იყო. ფართო ბაზრისთვის შექმნილი პირველი 5K რეზოლუციის მქონე პროდუქტი iMac-ია. 

iMac-ის პიქსელების სიმჭიდროვე ერთ ინჩზე 217-ს შეადგენს, რაც iPad Air 2-ის პიქსელების სიმჭიდროვეზე ნაკლებია. რაც იმით არის განპირობებული, რომ ამ ორი ტიპის პროდუქტს განსხვავებული საშუალო ყურების მანძილი აქვს, მომხმარებელი საშუალოდ პლანშტურ კომპიუტერს უფრო ახლო მანძილიდან უყურებს, ამიტომაც ამ პროდუქტის პიქსელების სიმჭიდროვე დესკტოპ კომპიუტერებთან შედარებით უფრო მაღალია. 

ახალი iMac-ის პროცესორი intel Core i7-ია, რომლის სიმძლავრეც 4GHz-ს შეადგენს. iMac-ის სტანდარტული ვარიანტის მეხსიერება 1TB-ს შეადგენს, თუმცა მომხმარებელს 2TB-იანი, 512GB-იანი და 256GB-ის მეხსიერების მქონე ვარიანტების შეძენაც შეეძლება. მომხმარებელს საკუთარი სურვილის მიხედვით შეეძლება RAM-ისა და CPU-ს განახლება. 

iMac ახალ ოპერაციულ სისტემაზე OS X Yosemite-ზე მუშაობს. Apple-ის განცხადებით ეს ოპერაციული სისტემა მისი წინამორბედებისგან სიმძლავრითა და უკეთესი დიზაინით გამოირჩევა.

iMac-ს ალუმინის კორპუსი აქვს, რომელშიც 4 USB და SDXC ბარათის სლოტია.

5K Retina რეზოლუციის მქონე მოდელის ფასი $2499-ს შეადგენს, ხოლო უფრო მცირე რეზოლუციის მქონე მოდელების ფასები შედარებით ნაკლებია. 27-ინჩიანი მოდელი $1799 ეღირება, 21,5-ინჩიანი მოდელის ფასი კი $1099 იქნება.

ამ დროისთვის ბაზარზე წარმოდგენილი 4K გაფართოების მქონე სხვა მოწყობილობების ფასი iMac-თან შედარებით რამდენჯერმე მაღალია.

16 ოქტომბერს Apple-მა ახალი პროდუქტები iPad Air 2 და iPad Mini 3 წარადგინა. iPad Air 2 მის წინამორბედზე 18%-ით უფრო თხელია, მისი სისქე 6,1 მილიმერტს შეადგენს. iPad Air-ს 29,7-ინჩიანი LCD ეკრანი აქვს. ხოლო iPad Mini 3-ის ეკრანი 7,9 ინჩს შეადგენს.

iPad-ს ახალი ფერიც დაემატა. ამიერიდან მომხმარებელს ოქროსფერი შეფერილობის ყიდვაც შეეძლება. მის LCD ეკრანს 3 მილიონი პიქსელი აქვს, ხოლო ერთ ინჩზე 264 პიქსელია. ბატარეა დაახლოებით 10 საათს იმუშავებს. პროცესორი მის წინამორბედთან შედარებით 40%-ით უფრო სწრაფია. iPad Air 2-ისა და iPad Mini 3-ის გრაფიკული ბარათი მის წინამორბედზე 2,5-ჯერ უფრო სწრაფია.

iPad Air 2-ის 16-გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი $499-იდან დაიწყება, ხოლო iPad Mini 3-ის-16 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი $399 იქნება. ახალ და ძველ მოდელებს შორის ფასების სხვაობა $100-ს შეადგენს.

ახალი iPad-ები iPhone 6-ის პროცესორზე A8X მუშაობენ. მათ თითის ანაბეჭდის ამომცნობი სენსორი Touch ID-იც აქვთ.

ახალი iPad-ის მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანია, წინა კამერა კი - 1,2- მეგაპიქსელიანი. 

iPad-ების გაყიდვები გასულ კვარტლებში 10%-ით არის შემცირებული და მესამე კვარტალში მხოლოდ 13 მილიონი შეადგინა. 

სკეპტიკოსების შეფასებით კი, Apple საკუთარ პროდუქციაში მხოლოდ ზედაპირული ცვლილებების შეტანის საფუძველზე ახდენს ახალი პროდუქტების წარდგენას. 

კომენტარები