ელექტრონიკა

Samsung-ის ლეპტოპები ევროპაში აღარ გაიყიდება

REUTERS

Samsung Electronics-მა 24 სექტემბერს განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, კომპანია ევროპის ბაზარზე ლეპტოპების გაყიდვას წყვეტს. ფირმის წარმომადგენლის თქმით, კომპანია მომხმარებელს მალევე შესთავაზებს ახალ და უფრო აქტუალურ პროდუქციას.

Samsung-მა ევროპასა და აზიის ზოგიერთ ბაზარზე უკვე შეაჩერა დესკტოპ კომპიუტერების გაყიდვა, რაც ამ პროდუქტის გაყიდვების შემცირებას უკავშირდება. კომპანია, როგორც ჩანს, აქცენტს უფრო მეტად მობილურებსა და პლანშეტებზე აკეთებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მსხვილი მწარმოებლები ამცირებენ ან აუქმებენ ლეპტოპების ბიზნესებს. ამავე წელს, იაპონურმა Sony-მ გაყიდა საკუთარი ლეპტოპების ბიზნესი Vaio, რომლის მფლობელიც ჩინური Lenovo გახდა.

ელექტრონიკის დიდი მწარმოებლები ამჟამად ყურადღებას უფრო სენსორულ ტექნოლოგიებზე ამახვილებენ. 

კომენტარები