საქართველო-იაპონია

პრეზიდენტი: რუსეთი საქართველოში ოკუპაციის პოლიტიკას აგრძელებს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

რუსეთი საქართველოში ოკუპაციის პოლიტიკას აგრძელებს და ჩვენი ტერიტორიების ანექსიისკენ მიიწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტოკიოს ეროვნულ პრესკლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველომ პროდასავლური გზა აირჩია. მისივე განცხადებით, საქართველო ცდილობდა მსოფლიოსთვის აეხსნა, რომ რეაგირება რუსეთის აგრესიის არა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებზე, არამედ გლობალურად უნდა მოახდინონ.

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ოკუპაციის საკითხი მუდმივად მაღალ დონეზე რომ განხილულიყო, უკრაინა ყირიმს არ დაკარგავდა.

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში 5-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ბიზნესთანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ასევე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურ მდივანს და იაპონიის სოფლის, მეთევზეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ ლოია ნიშიკავას შეხვდება. 

კომენტარები