თეორემა

არეულობა და ქაოსი - როგორ ესმის მთავრობას გამოხატვის თავისუფლება

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოქალაქეების გამომწვევმა და დესტრუქციულმა გარკვეულმა ჯგუფმა შექმნან არეულობა და ქაოსი" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი გუშინ, მის სახლთან გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევას და მონაწილეების დაპატიმრებას. პრემიერის თქმით "როდესაც პოლიციელზე აღმართავს ხელს პროვოკატორი, დესტრუქციული ძალის მქონე ვიღაც პიროვნება, ეს არის ყოვლად დასჯადი". ასეთი პროვოკატორი, დესტრუქციული ძალის მქონე ვიღაც პიროვნებები რომლებიც პოლიციელებს უტყაპუნებენ 2012 წლის შემდეგ ბევრი გვინახავს. მათ შორის ყველაზე ყბადაღებული მელორ ვაჩნაძეა.

ტაბულას რეპორტიორს გუშინ საღამოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ქუჩის გადაკეტვა და გინება დააბრალა - დაკავების ოქმშიც ასე მიუთითა, დღეს დილით უკვე სხვა ვერსია შემოგვთავაზა - ჩვენს ფოტოგრაფს თურმე პოლიციელისთვის რაცია ამოუცლია. თუმცა არც პირველი და არც მეორე ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენიათ. მათი განცხადებით უკლებლივ ყველა პოლიციელს სამკერდე კამერა დაუჯდა.

თავად ალექსანდრე გიორგაძე ამტკიცებს, რომ ის მას შემდეგ მიხვდა, რომ ტყავის ქურთუკიანი პირი პოლიციელი იყო, რაც მას რაცია ამოუვარდა ჯიბიდან.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ცნობიერების ნაკადი უცხო სიტყვების უადგილო გამოყენებით არ დასრულებულა. აქციის დარბევის ყველაზე გონებამახვილური გამართლებაც სწორედ მან შემოგვავაზა. სესიაშვილის თქმით აქციის დარბევა გამართლებული იყო, ვინაიდან ის პრემერის მეზობლებს აწუხებდა და ამით მათ ინტერესებს ლახავდა. საინტერესოა, რომ ირაკლი სესიაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლებისთვის შექმნილი უხერხულობა სულ არ გახსენებია, როდესაც რამდენიმე თვის წინ მთავრობის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია იმავე სახლთან გამართეს, ოღონდ ამჯერად საპროტესტო აქციის ადრესატი პრემიერის მეზობელი გივი თარგამაძე იყო.

ტაბულას ფოტორეპორტიორის საკითხზე მისი ერთ-ერთი ადვოკატი ოთო კახიძე გვესაუბრება.

უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ ტაბულას ფოტორეპორტიორის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება, შეიმჩნევა თუ არა ხელისუფლების მოქმედებაში ორმაგი სტანდარტი, ამ საკითხებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, კახა კოჟორიძესთან ვსაუბრობთ.

კომენტარები