- პრემიერმინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ექვსი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო. ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან კვარაცხელიას საქმე კი გადაკვალიფიცირდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მისთვის აღკვეთის ღონოძიების შეფარდების საკითხი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.
- ტაბულამ მთავრობის ადმინისტრაციას International New York Times-ში დავით უსუფაშვილის წერილთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისთვის მიმართა. ტელეკომპანია ითხოვს გამოცემის მიერ ტაბულასთვის მოწოდებული ცნობის დადასტურებას, რომლის მიხედვით პარლამენტის თავმჯდომარის წერილი გამოცემაში სარეკლამო გვერდზე რეკლამის სახით განთავსდა, შესაბამისი გრაფიკითა და სარეკლამო რეგლამენტის დაცვით. ტაბულას კიდევ ერთი მოთხოვნაა, მთავრობის ადმინისტრაციამ მიაწოდოს ინფორმაცია სტატიის დაბეჭდვაში გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ.
- ესპანეთში 28 ქართველი დააკავეს. მათ ბრალად ბინების ძარცვა ედებათ. სამართალდამცველებმა სპეცოპარაცია სახელწოდებით
„ქართული" რამდენიმმე რეგიონში- მადრიდში, კატალონიასა და კასტილია- ლამანჩოში ერთდროულად ჩაატარეს. ცნობილია, რომ დაკავებულებს რამდენიმე თვის განმავლობაში 200-ზე მეტი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სამალავი აღმოაჩინეს, სადაც დამნაშავეები მოპარულ ნივთებს ინახავდნენ.
ფოკუსი




