დაპირისპირება ღარიბაშვილის სახლთან

პრემიერის სახლის წინ პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა

დაპირისპირება ღარიბაშვილის სახლთან
tzona.org

პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსეშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეობის ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის ადვოკატი რომეო საჯაია დააკავა. ჩხუბი ამ დრომდე არ დასრულებულა. 

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები დღეს პრემიერის სახლთან, ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ. თავისუფალი ზონის ინფორმაციით, აქციაზე დაუდასტურებელი ინფორმაციით 8 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები