ფოკუსი

18 ოქტომბერი, 2014

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილმა ქმარმა ცოლს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ილიაუნის C კორპუსში მოხდა. მაკა წივწივაძე, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი იყო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ გარდაცვლილის ახლობლები. მათი თქმით, მაკა წივწივაძეს ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, რაზეც მან პოლიციას არაერთხელ მიმართა.
- საქართველოს მთავრობამ International New York Times-ში ფასიანი რეკლამა განათავსა. ის რომ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გუშინ, 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია ფასიანი რეკლამაა, ტაბულას International New York Times-ის რედაქტორმა, საშა პოლაკოვ-სურანსკიმ დაუდასტურა. ტექსტში უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს აქებს და პოლიტიკურ ოპოზიციას აკრიტიკებს.
- პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება აფხაზების წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები