გივი თარგამაძე: დანაშაულის პრევენციაზე პასუხისმგებელი პოლიციაა

ეკე ბესელიას თქმით, კარგადაა დასადგენი მკვლელობის მიზეზი, რადგან ასეთი მკვლელობები უმიზეზოდ არ ხდება. ეს ქალი მზადაა, პასუხისმგებლობა მოკლულს დააკისროს, ოღონდ საკუთარი პასუხისმგებლობა აიცილოს. მკვლელი ხომ ორჯერ ნასამართლევი და 2012 წელს ამნისტირებულია. ეკა ბესელიას მიერ, ნანა კაკაბაძის მიერ, თეა წულუკიანის მიერ, რომლის აზრითაც დღეს მხოლოდ ცოლებს კლავენ. ხოლო ღარიბაშვილისა და იზორიას მოსაზრებით, ოჯახური დანაშაულის პრევენცია შეუძლებელია, რადგან ამის მექანიზმი არ არსებობს. ეს მტკნარი სიცრუე მხოლოდ ამ ჯოგის მხრიდან დღეს მომხდარ თითოეულ ასეთ მკვლელობაზე პერსონალური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა. ასეთი მექანიზმი, ისევე, როგორც ყველგან, საქართველოშიც არსებობს. მეტიც, ეს პოლიციის კონკრეტული ქვედანაყოფის ვალდებულებაცაა. პასუხისმგებლები ასეთი დანაშაულის პრევენციაზე უბნის ინსპექტორები არიან. ასეთი ტიპის დანაშაული მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდება მყისიერად. მეტწილად ეს დროში საკმაოდ განვრცობადი დანაშაულია, რომელზეც ინფორმაციას საკუთრივ ოჯახის წევრთა გარდა, მეზობელთა, ნათესავთა, ახლობელთა საკმაოდ ფართო წრე ფლობს, როგორც დღევანდელ შემთხვევაშიც და სწორად ამ ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება და შედეგად, დანაშაულის თავიდან აცილებაა უბნის ინსპექტორის მოვალეობა, რაც დღევანდელ შემთხვევაში, ისევე, როგორც ბოლო დროს მასიურად მომხდარ შემთხვევებში არ მოხდა. ამას კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს, ყველა შემთხვევაში კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო, მაგრამ ზემოთჩამოთვლილ ხელისუფალთა პოზიციამ მათ ეს პასუხისმგებლობა ააცილა. ალბათ ყველაფერს საბოლოოდ მიხვდებით, როდესაც გეტყვით, რომ საუბნო სამმართველოს, ანუ, უბნის ინაპექტორთა, ხელმძღვანელი პოლიციის ოფიცერი ჯღარკავაა, თამაზ თამაზაშვილის მეგობრის და ერთერთი სამთავრობო სტრუქტურის პრესსამსახურის უფროსის ნინო ჯღარკავას ძმა, რომელიც, ძირითადად, თავისუფალი ზონის ახალგაზრდების დაპატიმრებითა და მათზე ფიზიკური ზეწოლითაა დაკავებული. ასე მარტივად, ოჯახური დანაშაულის არაღმოფხვრაში დამნაშავე კონკრეტულ პირს ოჯახურ ხელისუფლებისადმი მისი კუთვნილება იცავს პასუხისმგებლობისაგან.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პოლიციის რეაგირების შესახებ.

კომენტარები