პრემიერმინისტრი

რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების საკითხი ხვალ უსაფრთხოების საბჭოზე განიხილება

radiotavisupleba.ge

შაბათს, 18 ოქტომბერს 10:00-ზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოზე განსახილველ საკითხთა შორისაა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმების შემთხევაში, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა. ასევე, 17 ოქტომბერს, ,,რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე", პარლამენტის მიერ განცხადების მიღების შემდგომ, განსახორციელებელი ნაბიჯები.

სხდომას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა ფინანსთა მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. საბჭოზე მიწვეულები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეები.

კომენტარები