როცა პრემიერმინისტრი BBC-სთან ინტერვიუს დროს, გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ რუსეთთან წარმატებული დიალოგი გვაქვს და თავხედურად ურჩევს უკრაინას, ჩვენგან ისწავლოს, ეს რა თქმა უნდა, საერთაშორისო რადარებიდან ჩვენი პრობლემატიკის გაქრობას იწვევს. ასევე თვალში საცემი მაგალითი იყო დაღესტნიდან კახეთის მიმართულებით გზის მშენებლობის პრობლემა, რაც ყველამ კარგად იცის, თუ რაში სჭირდება რუსეთს, მაგრამ ამას მთავრობის წევრები მიესალმნენ. საქმე გვაქს ან უკიდურეს არაკომპეტენტურობასთან ან სახელმწიფოს ღალატთან. ორივე შემთხვევაში საქართველოს ჰყავს მთავრობა და ამ მთავრობის უფროსი, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა.
კანდელაკი: მთავრობა საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა
tbl.ge/o1a
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ.