შოთა არველაძე

შოთა არველაძე: რუსეთის ნაკრებში მეძახდნენ, მაგრამ არ წავედი

www.sporfc.com/
რუსულმა გამოცემა "ფუტბოლმა", საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელსა და ამჟამად თურქული ქასიმფაშას მთავარ მწვრთნელთან, შოთა არველაძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად, ამსტერდამის აიაქსისა და გლაზგოს რეინჯერსის ყოფილმა ფორვარდმა რუსეთის ნაკრების შესახებ ისაუბრა. არველაძის თქმით, მას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა შემოთავაზება რუსეთის ნაკრებში ემუშავა, მაგრამ უარი განაცხადა.
 
"რუსეთის ნაკრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი რეინჯერსში და აზ-ში თამაშიდან მოყოლებული მიცნობდა. ჰოლანდიური სკოლა... ჩვენთან ომი სულ ახალი დასრულებული იყო, ორი თვის შემდეგ კი რუსეთის ნაკრებში მეძახიან! დიკს თავიდან გაუკვირდა და მითხრა: "რას ამბობ? ასეთ სამსახურზე ყველა ოცნებობს!" შემდეგ ის კონსტანტინე სარსანიას ესაუბრა. ამ უკანასკნელმა აუხსნა, რომ თანხმობის შემთხვევაში საქართველოში ვერ გამიგებდნენ. კლუბში მუშაობა - პრობლემა არ არის, აი, ნაკრები... იქ ხომ ჰიმნია, დროშაა. ახლა მე რუსეთის ნაკრებს არ ვგულშემატკივრობ. ვინმე კი არ მეზიზღება, უბრალოდ არ შემიძლია..." - განაცხადა შოთა არველაძემ.
                
 
 

კომენტარები