ქართული ოცნების გამარჯვების ორი წლის თავზე, უმრავლესობის ლიდერმა საგანელიძემ განაცხადა, რომ ბოლო ორი წელია ქართველი ხალხი დადის გაღიმებული. უნდა ვაღაროთ, რომ ქართული ოცნების არცერთ წარმომადგენელს ასეთი სიმართლე არ უთქვამს - გაღიმებას, გაღიმება მოსდევს.
ასე მაგალითად, კრის ბოტის კონცერტით ნასიამოვნებმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთი ბრალი დასდო - ამჯერად ის პოლიტიკურ ოპონენტებს ადამიანის გატაცებას ედავება.
ღიმილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ზედმეტი არაფერი ვარგა. გაჩნდა საფრთხე იმისა რომ მთელი ერი თუ არა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი გუიმპლენებად ვიქცეთ. პრემიერის ბრალდება გაციებული არ იყო, რომ მას ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი წამოეწია - ბატონმა ვოლსკიმ გამოგვიცხადა, რომ ათეულობით ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტის პრობლემა სინამდვილეში არ არსებობს და ეს სტუდენტები თავისუფალი ზონის წევრები არიან.
რაფალიანცის მკვლელობა, საწვავიდან მოპარული ლარი, სადარბაზოში დაყრილი შპრიცები, ელექტროენერგიის კრიზისი აჭარაში, ელექტროშოკების კონტრაბანდა...
ამ ბრალდებების კასკადზე ვსაუბრობთ უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილითან.




