ფოკუსი

15 ოქტომბერი,2014

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოხმაურებები აფხაზეთის საოუკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე

- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, თქმით უწყება ძალადობით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ ლევან იზორიამ გადაცემა არჩევანში განაცხადა. მისი განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა გაზეთ ალიასთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა.

- ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ითხოვენ თავისუფალი თაობის წარმომადგენლები. მათ დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისთან აქცია გამართეს და მისი გასამართლება მოითხოვეს.

- კოტე კუბლაშვილის თქმით, უმჯობესია თეა წულუკიანმა მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე იფიქროს - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვით წულუკიანი მოუთმენლად ელის კუბლაშვილის კარიერის დასრულებას.

- ბიძინა ივანიშვილის მეგობარი მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი თბილისშია. ის გუშინ ღამე ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს, ასევე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს შეხვდა. საგანელიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ფარმაცევტულ ბაზარზე ისაუბრეს.

კომენტარები