ალექსანდრ მაშკევიჩი საქართველოში

საგანელიძე: მაშკევიჩი ამბობს, რომ ბატონი ბიძინა ყველაზე "ჩესნი" ბიზნესმენი იყო

ბატონი მაშკევიჩი ძალიან დიდი სიმპატიითაა ბატონი ბიძინასადმი [განწყობილი]... ხაზგასმით ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოსკოვში მოღვაწეობდა, იყო ერთ-ერთი ყველაზე, რუსულად რომ ვთქვათ, ჩესნი ბიზნესმენი, რომელიც არასოდეს გარიგებაში არ შედიოდა რაღაც სამსახურებთან ან ისეთ კონტრაქტებში, სადაც შეიძლებოდა დიდი მოგება ჰქონოდა, მაგრამ წითელ ხაზებზე გაევლო. ამიტომ, მე ვიცი ბატონი მაშკევიჩის ძალიან თბილი და ძალიან ღირსეული დამოკიდებულება ბატონი ბიძინასადმი და ასევე ბატონი ბიძინასიც, სხვათა შორის.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ბიზნესმენ ალექსანდრ მაშკევიჩთან გუშინდელი შეხვედრის შეფასებისას.

კომენტარები