ფოკუსი

14 ოქტომბერი,2014

- 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცება პოლიტიკური ბრალდებების საბაბად იქცა - პრემერს, მორიგ ჯერზე, გონივრული ეჭვი აქვს, რომ ამ ამბის უკან, ნაციონალური მოძრაობის სახით, ორგანიზებული ძალა დგას. პრემიერის ეჭვებს იზიარებენ იუსტიციის მინისტრი, ვიცეპრემიერი და მმართველი გუნდის სხვა წევრები.

- რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე. წ. ხელშეკრულების პროექტი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, რომელიც სოხუმის პარლამენტში განსახილველად შევიდა, საერთო დაჯგუფების ამოცანა, რომელსაც რუსეთი დააფინანსებს, აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა იქნება.

- ხანძარი თბილისში - დევნილთა ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელს დღეს ცეცხლი წაეკიდა. გამომწვევი მიზეზები უცნობია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრეებმა სწრაფად მოახერხეს ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა. ქალაქის საკრებულოს თანამშრომლებმა დევნილებს დახმარება აღუთქვეს.

- თბილისში ეკლესია გაქურდეს - წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში დაზიანებული კარები, ხატები და ჯვრები. ტაძრის მსახურები მომხდარს დარბევად აფასებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით უკვე დაიწყო.

- თბილისში - 35 წლის მამაკაცი თავდამსხმელებმა თანხისა და ძვირფასეულობის გამოძალვის მიზნით, ოჯახის ცნობით, ცხელი უთოთი აწამეს. ოჯახის წევრებისვე თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ისინი გააფრთხილეს, რომ მომხდარზე ჟურნალისტებთან არ ესაუბრათ.

კომენტარები