აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

აბაშიძე ჯაფარიძეზე: ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა

ზურაბ აბაშიძე

"ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ, ეტყობა, ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ", - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის,  თედო ჯაფარიძის განცხადებას, რომლითაც ჯაფარიძე კოლეგებს მოუწოდებს, უარი თქვან პრაღაში დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაში მონაწილეობაზე.

განცხადება ჯაფარიძემ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, რუსეთი და აფხაზეთი ერთობლივი ჯარის შექმნას აპირებენ. ჯაფარიძის აზრით, როდესაც ერთი მხარე მსგავს დოკუმენტებს აქვეყნებს და ღია ანექსიას ცდილობს, მისთვის მისაღები არ არის აბაშიძე-კარასინის მორიგი რაუნდის ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი პრაღაში 16 ოქტომბერს არის დაგეგმილი.   

კომენტარები