აბაშიძე - კარასინის შეხვედრა

ჯაფარიძე მოუწოდებს კოლეგებს უარი თქვან აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კოლეგებს მოუწოდებს, უარი თქვან პრაღაში დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაში მონაწილეობაზე. განცხადება ჯაფარიძემ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, რუსეთი და აფხაზეთი ერთობლივი ჯარის შექმნას აპირებენ.

“როდესაც ერთი მხარე ესე უტიფრად აქვეყნებს გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს და ცდილობს უკვე ღია ანექსიაზე გააკეთის აქცენტი, მე რომ ვიყო ქართული მხარე, დავფიქრდებოდი, რამდენად შესაძლებელი და მისაღები იქნებოდა ჩვენთვის ამ რაუნდის ჩატარება. მე თავს შევიკავებდი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ჩემი განწყობა ამ ახალ რეალობასთან დაკავშირებით”, - თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი პრაღაში 16 ოქტომბერს არის დაგეგმილი.   

კომენტარები