კიმ ჩენ ინის საჯაროდ გამოჩენის თავისებურება

AFP

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთან ერთად ფოტოზე ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც იდენტური ბლოკნოტები უჭირავთ და ჩანაწერებს აკეთებენ. ისინი არა ჟურნალისტები, არამედ ჯარისკაცები, პარტიის წევრები ან მთავრობის წარმომადგენლები არიან. კიმ ჩენ ინის საუბრის ჩაწერა კი ლიდერის ძალაუფლების, ცოდნისა და სიბრძნის პატივისცემის დემონსტრირებაა. ამ ფოტოზე კიმ ჩენ ინი მეცნიერთა ახლადაშენებული საცხოვრებლის ტერიტორიაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ის 3 სექტემბრის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

კომენტარები