თეორემა

რაც მეტი გზა, მით უკეთესი - ვის ინტერესებშია დაღესტან-კახეთის გზა

"რაც უფრო მეტი გზა იქნება, მით უკეთესი" - ასე ეხმიანება საქართველოს მთავრობა დაღესტან - კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას.

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ეს უკვე მესამე პროექტია, რომლითაც საქართველო რუსეთს უნდა დაუკავშირდეს. გვახსოვს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის ინიციატივა. ამას გარდა, კარასინ აბაშიძის შეხვედრებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დარიალის გზის გაფართოების შესახებ. ხელისუფლების რიტორიკამ დაღესტან - კახეთის გზის თაობაზე შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ შვედეთისა და ნორვეგიის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეა საუბარი. რეალურად კი იმ გზაზე ვლაპარაკობთ, რომელზეც ვლადიმერ პუტინი 2008 წლის თებერვალში გეგმავდა სამხედრო ტექნიკის გატარებას. მაშინ ხელისშემშლელ ფაქტორად უასფალტობა დასახელდა, როგორც ჩანს ახლა ეს პრობლემა გვარდება. მაგრამ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, ჩვენი შერიგების მინისტრი გვარწმუნებს, რომ რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე რასაც უნდა იმას იზამს, მაგრამ საქართველოს საზღვარს ვერ გადმოკვეთს. თუმცა რად გვინდა ზაქარეიშვილის გარანტია, როდესაც თვით ივანიშვილს არ სჯერა, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის განზრახვა აქვს.

მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა იმ სურეალისტურ სინამდვილეს გვიხატავს, სადაც რუსეთი საქართველოს საზღვარს ვერ გადმოკვეთს, ამავე მთავრობის კანცელარიის ფანჯრებში მფრინავი ზვიგენი იყურება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშვენივრად იციან, რომ როგორც კი რუსეთთან მიმართებით ივანიშვილის პოლიტიკურ ხაზს გადაუხვევენ, ზვიგენის ხახაზე უარესს ადგილას ამოყოფენ თავს.

შინაური ზვიგენის მხიარული აქციის პარალელურად, დაღესტან კახეთის მაგისტრალის პროექტის ერთობ ორიგინალურ ხედვას გვთავაზობს მთავრობის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე.

რამდენადაა საქართველო-რუსეთის საზღვარი გარკვეულწილად რუსეთ-სომხეთისა და რუსეთ-თურქეთის საზღვარი, ამაზე თეორემას სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ.

კომენტარები