პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა ფეხბურთი ითამაშეს

fb.com/GaribashviliOfficial

12 ოქტომბერს გორის სტადიონზე "თბილისისა" და ცხინვალის "ლიახვის" ამხანაგური მატჩი გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა. "თბილისის" შემადგენლობაში პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა ითამაშეს. "მეორე ტაიმში ირაკლი ღარიბაშვილმა ცხინვალის ლიახვის შემადგენლობაში ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა." - ნათქვამია პრემიერმინისტრის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები