თეორემა

ებოლა - რეალური საფრთხე თუ გაზვიადებული პრობლემა

ებოლა, ე. წ. ისლამური სახელმწიფო და პუტინი - ასე აღწერს მსოფლიოს მთავარ საფრთხეებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ებოლას ვირუსის არათუ გვერდით, არამედ ისლამური სახელმწიფოსა და პუტინის წინ დაყენების გამო ბარაკ ობამა მკაცრად გააკტიკეს მათ, ვინც ებოლას საფრთხეს გაზვიადებულად მიიჩნევს.

საქმე ისაა, რომ ეს ვირუსი წინა საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს დასავლეთ აფრიკაში, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ ვირუსით დადასტურებულად დაახლოებით 2500 ადამიანი დაავადდა, აქედან დაახლოებით 1800 გარდაიცვალა, მაშინ როდესაც გრიპით წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება.

ამ თემაზე National Geographic-ის რედაქტორს, ბიოლოგ ლევან ბუთხუზს ვესაუბრებით.

კომენტარები