ეკონომიკური თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო 152 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა

ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე
თბილისის მერია

ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა ფრეიზერის ინსტიტუტის 2014 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს ქვეყნების 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ საუკეთესო ოცეულში დაიმკვიდრა პოზიცია და 152 ქვეყანას შორის მე-16 ადგილი დაიკავა. კვლევითი ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ ანგარიშს ორი წლის წინ არსებულ მდგომარეობაზე ავრცელებს.

საქართველო 2012 წლის ანგარიშში (რომელიც 2010 წელს მოიცავდა) 42-ე ადგილზე იყო, ხოლო 2013 წელს (მოიცავდა 2011 წელს) 25-ზე. 

5-7 ოქტომბერს ბრიუსელში ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელზედაც საუბარი მსოფლიოში მიმდინარე რეფორმებით ეკონომიკური თავისუფლების ამაღლებას შეეხებოდა. კონფერენციაზე მიწვეულ რეფორმატორებს შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძეც იყო. 

საქართველო სხვა კვლევითი ორგანიზაციების შეფასებითაც ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მოწინავე ადგილს იკავებს. საქართველო Heritage Foundation-ის 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 22-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები