ფოკუსი

ფოკუსი: 8 ოქტომბერი, 2014

საქართველოს პრემიერი ბოდიშს უხდის ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც ახალი სავიზო პოლიტიკის გამო პრობლემები შეექმნა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინაც დადო პირობა, რომ მთავრობა ახალი სავიზო ბოლიტიკის საკითხებს „კარგად გაანალიზებდა" და თუ რამე ხარვეზები გამოიკვეთებოდა, გაასწორებდა.

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებით გამოწვეული ვნებათაღელვა, ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა და კითხვები, რომელიც დასავლელ პარტნიორებს აქვთ, ურთიერთობა რუსეთთან - ამ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტმა ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ტაბულას მიერ მერიაში არსებულ სახელფასო დანამატებზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა დავით ნარმანია - ქალაქის თავი ამბობს, მერიაში ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დაიწყო.
სახელფასო დანამატების არსებობას დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 14 აგვისტოს ღამეს, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში გიორგი ცომაია სცემეს - ცემის ფაქტს ადასტურებს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროც.

კომენტარები