ფოკუსი

7ოქტომბერი,2014

- წინა ხელისუფლების წევრთა სასამართლო პროცესები მეც მაღელვებს და მზად ვარ მოვუსმინო კოლეგებს - ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტს კითხა, როდესაც მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიგეგმება ვაშინგტონში, რაც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, როგორ აპირებს გაუმკლავდეს სკეპტიკოსებს ვაშინგტონში, ვინც თვლის რომ საქართველო წარსულითაა შეპყრობილი .

- 2015 წელს სახელმწიფო 1.3 მილიარდი ლარის ოდენობის სახელმწიფო ვალს აიღებს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ნოდარ ხადურმა წარუდგინა. ნაერთი ბიუჯეტი წელს 9.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილი 7.9 მილიარდი ლარია, დეფიციტი კი საგარეო და საშინაო ვალით დაფინანსდება.

- საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის სიახლოვეს, რუსმა მესაზღვრეებმა იკორთაში მცხოვრები ცოლ-ქმარი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ცოლ-ქმარი სოფელ ქვეშში ნათესავების მოსანახულებლად მიდიოდა.
- ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ იაპონელ მეცნიერს - იცამა აკასაკის, ჰიროში ამანუს და სიუძი ნაკამურას, ახალი ტიპის ლურჯი მანათობელი დიოდის შექმნისთვის მიენიჭათ. ახალი გამოგონება უფრო ეფექტური და ეკონომიური გამნათებლების შემქნის შესაძლებლობას იძლევა. რასაც, ნობელის კომიტეტის აზრით, კლიმატის ცვლილებებთან და სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით დიდი გავლენა ექნება. დაჯილდოებული მეცნიერებიდან ორი იაპონიაში, ერთი კი შეერთებულ შტატებში მუშაობს.

კომენტარები