"ჩვენ მათ ამ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი ვპასუხობთ." - ასე გამოეხმაურა პრემიერი ღარიბაშვილი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ინიციატივას ენგურზე საკონტროლო გამშვები პუნქტების შემცირებასთან დაკავშირებით. ენგურზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი დარჩება, ხოლო რუსეთთან საზღვარი პრაქტიკულად გაუქმდება, ასეთია რაულ ხაჟიმბას გეგმა.
ამის პარალელურად, შერიგების მინისტრის, ზაქარეიშვილის ინიციატივით საქართველოს პარლამენტი ცვლის კანონს, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთა სისხლის სამართლებრივი წესით არ დაისჯება. მაშინ როდესაც, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთა კვლავინდებურად სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება.
ზაქარეიშვილი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საზღვრის უკანონო გადმოკვეთისათვის დისკრიმინაციული რეჟიმის დაწესება, არა რუსეთის საამებლად, არამედ ევროკავშირის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად კეთდება. ევროკავშირის მოთხოვნებს, ეროვნულ ინტერესებსა და ამ ცვლილებებს შორის კავშირის დანახვა რომ შეძლო, დიალექტიკა ლენინის ალმა მატერის, ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერული კომუნიზმის ფაკულტეტზე უნდა გქონდეს ნასწავლი ჩვენი მინისტრივით.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ.
სტუმრები: ვახო სანაია, მალხაზ პატარაია, კახა გოგოლაშვილი, ნიკა ვაშაკიძე.




