თეორემა

ციხის სკანდალი და რუსული სპეცსამსახურები

ციხის ყოფილი ბადრაგი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში სიმამაცისთვის და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილოდოვეს, გუშინ კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში - მიზეზი რუსთავი ორის ეთერში გასული ფარული ჩანაწერებია.

პოსტ-სკრიპტუმში გასულმა საუბრებმა პასუხი გასცა კითხვას, თუ როგორ მოიპოვა ადამიანების მწამებელმა ბედუკაძემ ხელშეუხებლობა. დაახლოებით ერთი წლის წინ, ტაბულამ მაშინდელ პრემიერს ჰკითხა ამის შესახებ.

ტაბულას კითხვიდან ორ დღეში ივანიშვილმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება დაგმო და მაშინდელ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, მწამებლის საქმის გადახედვისკენ მოუწოდა.

ეს მოწოდება ისეთივე შეუსრულებელი დარჩა, როგორც დაპირებები ტარიფების განახევრების, პენსიების გაორმაგების, ყველა სოფლისთვის ხუთი მილიონისა და სოლარიუმების ჩუქების და უფასო ფულის დარიგების შესახებ. როგორც ირკვევა, მწამებელი ბედუკაძის ხელშეუხებლობა, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს.

ციხის სკანდალსა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის კავშირი პირველად გუშინ არ გამოკვეთილა. ერთი წლის წინ, სწორედ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ბედუკაძის საქმის გადახედვას ითხოვდა, ტაბულას ინტერვიუ მისცა ერთ-ერთი პუტინისტური ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ლომიამ.

ჩართვა ყოფილი საბჭოთა დისიდენტთან, თამარ ჩხეიძეთან. ვსაუბრობთ რუსულ კვალზე ქართულ პოლიტიკაში.

კომენტარები