ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
გადაცემა გენეტიკური კოდი

გადაცემა გენეტიკური კოდის პირველი ფილმის "პეტრე ოცხელის" პრეზენტაცია გაიმართა

სამშაბათი, 7 ოქტომბერი, 2014 - 11:20
tbl.ge/b1n
დაკოპირდა

Garden Hall-ში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს და TV არტარეას ერთობლივი პროექტის გადაცემა გენეტიკური კოდის პირველი ფილმის "პეტრე ოცხელის" პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ცნობილი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. 

"პირველი ფილმი გავაკეთეთ პეტრე ოცხელზე. ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა. ეს არის უნიკალური ადამიანი, რომლის შესახებაც  საქართველოში სამწუხაროდ ბევრმა არ იცის", - განმარტა ჟურნალისტმა და ფილმის ავტორმა ალეკო გაბუნიამ.

ტელეკომპანია არტარეას დირექტორის სოფო ხუნწარიას თქმით, არ არსებობს ერთად თავმოყრილი მასალა, რომელიც ასახავს იმ ადამიანების ცხოვრებას თუ მოღვაწეობას, რომლებმაც ყველაზე დიდი კვალი დატოვეს ქართულ კულტურაში. ამ ტიპის არქივის შექმნა ახლა პირველად იწყება.

IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის განმარტებით, პროექტის მიზანი იმ ადამიანების გაცოცხლებაა, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით როგორც საქართველოს, ასევე საკუთარი პროფესიის მიმართ. 

"ამ პროექტის მხარდაჭერით ბორჯომი ცდილობს გააცოცხლოს ისტორია, გააცოცხლოს ის ადამიანები, რომელთა ღვაწლი, ნიჭი და თავდადება როგორც სამშობლოსადმი, ისე საკუთარი პროფესიისადმი არის შეუფასებელი. ბორჯომი, როგორც ქართული ბრენდი და საქართველოს ისტორიის ნაწილი გვიყვება სწორედ ასეთი ლეგენდების შესახებ. დოკუმენტური მასალის შექმნით კი ეს ისტორიები მომავალ თაობებს გადაეცემათ", - აღნიშნა ნიცა ჩოლოყაშვილმა.

პროექტი გენეტიკური კოდი მიზნად ისახავს გამოჩენილი ადამიანების შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებას, რომლებშიც მათი მოღვაწეობა იქნება ასახული. შემოქმედებითი ჯგუფი ამჟამად ჯორჯ ბალანჩინის, მიხეილ კალატოზოვის და ვახტანგ რურუას შესახებ ამზადებს ფილმებს. პეტრე ოცხელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი არტარეას ეთერში ორ კვირაში გავა. 

ბორჯომიარტარეაპეტრე ოცხელიგენეტიკური კოდიგადაცემა გენეტიკური კოდი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕