ქართული ოცნების პოლიტსაბჭო

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი გახდა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი გახდა.

პარტიის გენერალური მდივნის, ვიცეპრემიერი კახა კალაძის თქმით, ჯანყარაშვილს პოლიტსაბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დამყარებული პარტია ჩამოყალიბდეს და ამისთვის საჭიროა  ზვიად ჯანყარაშვილის მსგავსი პიროვნება, რომელიც დილიდან საღამოდე იქნება ჩართული პარტიის მუშაობაში.

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიის მშენებლობა დავიწყოთ. ჩვენ არ მოგვეცა ამის საშუალება, რადგან 2012 წლიდან, ფაქტიურად, სულ არჩევნების პროცესში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დამყარებული პარტია ჩამოვაყალიბოთ. ამისთვის უნდა იყოს პიროვნება, რომელიც დილიდან საღამომდე იქნება ჩართული პარტიის მუშაობაში. არც პარტიის თავმჯდომარეს და არც მე არ გაგვაჩნაია იმდენი დრო და საშუალება, რომ ჩავერთოთ პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში",  - ამბობს ვიცეპრემიერი.

კომენტარები