მანუჩარ მარკოიშვილი

მარკოიშვილი გომელსკის ტურნირის MVP-დ დაასახელეს

gbf.ge

მოსკოვის ცსკა-მ წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გომელსკის ტურნირში გამარჯვებით დაასრულა. არმიელმა კალათბურთელებმა შეჯიბრის ფინალში პანათინაიკოსი დამაჯერებლად, ანგარიშით - 75:46 დაამარცხეს.

მანუჩარ მარკოიშვილმა 10 ქულა მოაგროვა და შეხვედრაში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი - 14 ჰქონდა. ქართველი კალათბურთელი ტურნირის MVP-დ (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) დაასახელეს. მარკოიშვილს თასი VTB-ის ლიგის საპატიო პრეზიდენტმა და წარსულში ცნობილმა პოლიტიკოსმა, სერგეი ივანოვმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილმა წინასასეზონო მატჩებში კარგი თამაშით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სახელი მოიხვეჭა. რაც შეეხება ცსკა-ს, გუნდი VTB ლიგაში ასპარეზობას 8 ოქტომბერს ბიზონთან მატჩით დაიწყებს.

კომენტარები