ტერაქტი გროზნოში

გროზნოში თვითმკვლელის აფეთქების შედეგად 5 პოლიციელი დაიღუპა

Ria. ru

5 პოლიციელი დაიღუპა და სულ ცოტა 8 ადამიანი დაშავდა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თვითმკვლელის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ BBC იუწყება.

აფეთქება საკონცერტო დარბაზთან მოხდა, სადაც გროზნოს დღესთან დაკავშირებით კონცერტი მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, როდესაც პოლიციელებმა შეიტყვეს პირის შესახებ, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, მისი ძებნა დაიწყეს. "პოლიციელებმა ვინაობის წარდგენა რომ სთხოვეს, მან თავი აიფეთქა", - წერია განცხადებაში.

კომენტარები