თბილისის მეტროპოლიტენი

მეტროში ადამიანი დაიღუპა

თბილისის მეტროში ადამიანი დაიღუპა. მამაკაცს მეტროსადგურ 300 არაგველზე მატარებელმა გადაუარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე საგამოძიებო სამსახური მუშაობს, რის გამოც ამ დროისთვის ახმეტელის მეტროდან სადგურის მოედნამდე მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ხოლო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით მუშაობა შეჩერებულია.

"სავარაუდოდ სუიციდის ფაქტი იყო, მაგრამ საგამოძიებო სამუშაოების დასრულებამდე დაზუსტებით ვერ ვიტყვით" - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ეს მეტროში ადამიანის დაღუპვის მეორე შემთხვევაა. 28 სექტემბერს, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელმა საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურ ვაგზლის მოედანი 2-ზე გადაუარა. გამოძიება მაშინაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები