თბილისის მეტროპოლიტენი

სარაჯიშვილზე მგზავრი ლიანდაგზე ჩავარდა, მეტრო დიდუბიდან ახმეტელამდე არ მოძრაობს

მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მგზავრს მატარებელი დაეჯახა. თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა. ამის გამო, მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის, მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. არსებული ინფორმაციით, ის ახალგაზრდა მამაკაცია.

თბილისის მეტროსპოლიტენის პრესსამსახურის ცნობით, მომხდარის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მატარებელი ზონალურად, ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.

კომენტარები