ფოკუსი

2 ოქტომბერი,2014

. თავისუფალი ზონის ოფისთან 2 აქცია ერთდროულად გაიმართა - თავისუფალი ზონის აქტივისტები, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები გუშინწინ თავისუფალი ზონის ოფისში აქტივისტების დაკავებას აპროტესტებდნენ და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვდნენ, რომლებიც მათ ოფისში გუშინ წინ შეიჭრნენ. მეორე აქციაზე თავისუფალი თაობის წევრებთან ერთად ასავალ-დასავალის ჟურნალისტები და პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გამოშვებული ადამიანები იდგნენ. ისინი თავისუფალი ზონისგან თვითლიკვიდაციის გამოცხადებას ითხოვდნენ.
. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში პოლიტიკურ საკითხებთან ერთად შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში უმცირესობების მდგომარეობის გამო. დღეს საქართველოში უმცირესობების საჭიროებების შესახებ ვრცელი კვლევაც გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია თი დი აიმ.
- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ კიწმარიშვილს ძმის, ეროსი კიწმარიშვილის საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა თუმცა ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა.
- ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან - რომელ ქვეყნებში იყენებდა და იყენებს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენეტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ვის იყენებენ ავტორიტარული რეჟიმები მსგავსი საქმეებისთვის ?! მოაქვს თუ არა მსგავს ნაბიჯებს შედეგი - როგორ შექმნა და იყენებდა უკრაინაში იანუკოვიჩის რეჟიმი ოპონენტების წინააღმდეგ ე.წ. ტიტუშკებს.

კომენტარები