-ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღებაზე საკითხი. რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა.
თავისუფალი ზონის წევრი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ფარნაოზ ჭკადუას ბრალად გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა ედება. ჭკადუასთან ერთად თავისუფალი ზონის კიდევ ერთი აქტივისტი, დავით გოგოხია დააკავეს, რომელსაც ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ედება.
- ქართული ოცნების 2 წელი - წარმატებები და წარუმატებლობები
- ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, 2012 წლის დეკემბერში საქართველოს ახლადარჩეულმა პარლამენტმა მასობრივი ამნისტია გამოაცხადა. შედეგად ციხეებიდან 12 000 ამდე პატიმარი გათავისუფლდა. ქვეყანაში კრიმინალის მოსალოდნელი ზრდის შესახებ საუბარი სწორედ ამ პერიოდში დაიწყო.
რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და მოწესრიგება ქართული ოცნების და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. კრემლთან კონფლიქტი კი, როგორც ივანიშვილის და მისი თანამებრძოლები აცხადებდნენ, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაშაულია.




