- ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის სამუშაო ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, მათ შორის წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლის სამართლებრივ დევნას. ტექტში აღნიშნულია, რომ ბაჩო ახალიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად 9 თვეზე მეტ ხანს პატიმრობის გამოყენება კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
- დავოსის ეკონომიკური ფორუმზე მიწვეულია როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე პრემიერმინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, პრემიერმა 14 მაისს მიიღო მოწვევა და მისი მონაწილეობა ქართულმა მხარემ დიდი ხანია დაადასტურა. გაიმართება. მიმდინარე წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი დაიკითხება. დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძისა და დაცვის ცვლის ყოფილი უფროსის, მიხეილ ძაძამიას წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის მოთხოვნით, საქმის არსებითი განხილვისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია და ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც დაიკითხებიან.
- აჭარისა და გურიის მთავრობას სტიქიის სამი ტალღის შედეგების ერთდროულად დათვლა მოუწევს. გასულ კვირაში დასავლეთ საქართველოში გადაუღებელმა წვიმამ სწორედ ეს ორი რეგიონი დააზარალა.
ფოკუსი




