თალიბანი

ქაბულში თალიბანის მიერ მოწყობილ ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

abcnews.com

ოთხშაბათს, 1-ლ ოქტომბერს ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. აფეთქებები ავღანეთის მთავრობისა და აშშ-ის მიერ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მოხდა. შეთანხმების მიხედვით, ამერიკელ სამხედროთა ნაწილი ავღანეთში დეკემბერში მისიის დასრულების შემდეგაც დარჩება.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო. ტერორისტების თქმით, ეს იყო პასუხი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მიერ აშშ-თან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერაზე.

ღანის ადმინისტრაციამ სამშაბათს, 30 სექტემბერს, აშშ-სა და NATO-სთან უსაფრთხოების პაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, დეკემბერში ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ დაახლოებით12000 უცხოელი სამხედრო დარჩება რეგიონში. იგეგმება ორი ახალი მისია, რომელიც ავღანელი სამხედროების გაწვრთნასა და ანტიტერორისტულ ოპერაციებზე იქნება ორიენტირებული.

ბარაკ ობამას განაცხადებით, ამ მისიებში დაახლოებით 9800 ამერიკელი სამხედრო ჩაებმება. რამდენიმე ასეული სამხედროს გაგზავნას ავღანეთში ისეთი მოკავშირე ქვეყნებიც გეგმავენ, როგორიცაა იტალია, გერმანია და გაერთიანებული სამეფო.

კომენტარები