ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით, თავისუფლება შემოვიტანეთ

მთავარი მიღწევაა ის, რომ პირველმა ოქტომბერმა მოიტანა თავისუფლება - ის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ადამიანი და ადამიანობა, როგორც ასეთი, არსებობს. თავისუფლება თქვენთვის - მედიისთვის, თავისუფლება ბიზნესისთვის, თავისუფლება არჩევნებისთვის, თავისუფლება სასამართლოსთვის. ეს არის ოთხი მთავარი მიღწევა, რასაც მე, როგორც მოქალაქე, ვუთვლი ჩვენს ხელისუფლებას წარმატებად, იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ ამ ოთხ მიმართულებაში ჩვენ თავისუფლება ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით, შევძელით, შემოვიტანეთ.

განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა არჩევანში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლის შეფასებისას.

კომენტარები