სალომე ბარკერის რეპორტაჟი პანკისიდან - აბუ ომარ ალ შიშანის მამა და ბიძაშვილი, თანასოფლებლები, უხუცესები აფასებენ პანკისელების მონაწილეობას ე. წ. ისლამური სახელმწიფოსა და სხვა რადიკალური ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებების რიგებში.
შეთავაზება სირიელი მებრძოლების საქართველოში გაწვრთნის შესახებ - რაზე მიუთითებს მთავრობის წინააღმდეგობრივი რეაქცია, რა რისკებს შეიცავს ეს შეთავაზება.
ე. წ. ისლამური სახელმწიფო და ახლო აღმოსავლეთი.
სტუმრები: გრიგოლ ვაშაძე, ბათუ ქუთელია, გიორგი რუხაძე, მამუკა არეშიძე.