ადგილობრივი ხელისუფლება

36 ქვეყნის წარმომადგენელი ადგილობრივი ხელისუფლების პრობლემებს განიხილავს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში 36 ქვეყნის წარმომადგენელი ადგილობრივი ხელისუფლების პრობლემებს განიხილავს. კონფერენციაზე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც მსჯელობენ. 

"ევროკავშირი ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამ მხრივ განვითარებას და მათთან თანამშრომლობას. ერთ-ერთი მექანიზმია ეს კონფერენცია, რომელიც პერიოდულად იმართება. განსაკუთრებით, ჩვენთან გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, ასევე ახალი კანონმდებლობის მიღების კონტექსტში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომენტარები