უკრაინის კრიზისი

G7 რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება

სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში ისევ ირღვევა - სეპარატისტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეს და იქ მყოფი სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. წუხელ ღამით კი სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტს შეუტიეს. სეპარატისტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ რეგიონში დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებს არ ცნობენ და საკუთარი არჩევნების ჩატარებას 2 ნოემბერს აპირებენ.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციებით ემუქრებიან. ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირს უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების შეცვლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს.

კომენტარები