ტერორიზმთან ბრძოლა

ბილდტი: საქართველოს გადასაწყვეტია, თუ რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში

საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბილდტმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ზოგიერთ ლიდერს კავშირები კავკასიასთან ჰქონდა. 

"ამ ვითარებაში ისინი აკვირდებიან ყველას, იმისდა მიხედვით, ვინ რას აკეთებს. არა მხოლოდ "ისლამური სახელმწიფო", არამედ ტერორისტული ჯგუფები, ზოგადად გრძელვადიანი საფრთხეა ყველა საზოგადოებისთვის, მიმაჩნია, რომ საქართველო შვედეთზე მეტად მერყევ რეგიონშია", - განმარტა ბილდტმა.

სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნის ინფორმაცია Foreign Policy-მ სამშაბათს 23 სექტემბერს გაავრცელა, რომელსაც ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს. მოგვიანებით, ელჩმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტის შეცდომას მიაწერა. Foreign Policy-ს გარდა, საქართველოს ინიციატივის შესახებ ინფორმაცია Reuters-ზე დაყრდნობით New York Times-მაც გაავრცელა.


კომენტარები